2024 წლის 23 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა - დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში" გახსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან.
საჯარო ლექციების ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ლინკებზე:
- კონფერენცია „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა - დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში“
- Ingo B. Runnebaum-ის საჯარო ლექცია: "ხელოვნური ინტელექტით მართვადი ოპერაცია – ან – როგორ გადავრჩეთ საკვერცხის კიბოთი"
- Hans J. Schlitt-ის საჯარო ლექცია: "ინოვაციური ასპექტები ღვიძლის ქირურგიასა და ტრანსპლანტაციაში"
- Daniel Hanley-ის საჯარო ლექცია: "მულტიცენტრული კლინიკური კვლევების ჩატარება Cloud-ზე დაფუძნებული სისტემებით"
- მერაბ სარელის საჯარო ლექცია: "ღვიძლის რეზექციის მორფოლოგიური ასპექტები"
-
თსუ-ის კონფერენციის გახსნა - დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (MG-ISE-23-1313) გაიმართა. კონფერენციას საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებდა სამედიცინო ტელეკომპანია „პულსი TV“.